ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დედაქალაქ ცხინვალში მულტიმედიური კომპლექსი ,,სპუტნიკი" გაიხსნება, რომელიც რადიოსადგურის, ვებგვერდის და პრესცენტრის ერთობლიობა იქნება. ახალი საინფორმაციო ბრენდი საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტომ ,,Russia Tuday"--მ დაარსა. ,,სპუტნიკის" პრეზენტაცია მოსკოვში 10 ნოემბერს შედგა.
მულტიმედიური ჯგუფი უცხოურ აუდიტორიაზეა ორიენტირებული, ის მსოფლიოს ათამდე ქვეყანაში აპირებს ცენტრების გახსნას.
პოსტსაბჭოთა სივრცეში ,,სპუტნიკის" მულტიმედიური კომპექსები ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების დედაქალაქებში, ასევე სიმფეროპოლსა და სოხუმშიც განთავსდება.
მასალის გამოყენების პირობები