საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე ყოფილი სახელმწიფო მინისტრისა და ,,თავისუფალი დემოკრატების" წევრის ალექსი პეტრიაშვილის ბრალდებებს ეხმიანება და იმედს გამოთქვამს, რომ პეტრიაშვილი უახლოეს მომავალში დაწყნარდება და ფანტაზიები აღარ ექნება.
,, ალექსი პეტრიაშვილი გუშინ წინა გახდა ოპოზიციონერი და მიაჩნია, რომ თავისი იდეები უნდა საზოგადოებას მიაწოდოს. დღეს გახდა თურმე ოცნება ,,ნაციონალური" რაც ალექსი პეტრიაშვილი მინისტრი აღარ არის. მესმის რთულია მინისტრის კაბინეტის დატოვება, მესმის მას ძალიან გაუჭირდა, რომ დღეს მინისტრის რანგში აღარ არის და ევროპაში ისე აღ მიიღბენ, ქვეყანაში ისე ვერ გადაადგილდება როგორც მინისტრი, ამიტომ მის ემოციებს მინდა გარკვეულად გავუგო და ალბათ ცოტა დამშვიდდება დაწყნარდება და ასეთი ფანტაზიები აღაღ ექნება", _განაცხადა საგანელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ,,თავისუფალი დემოკრატების" წევრი ალექსი პეტრიაშვილი, საპარალემნტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის მიერ აუდიტის სამსახურიდან და პროკურატურურიდან თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული მასალების მოთხოვნას, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის მხრიდან ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლია ალასანიას გუნდის დევნას უკავშირებს.
„ეს პირდაპირ უკავშირდება ღარიბაშვილის გუნდის მხრიდან ალასანაის პოლიტიკურ დევნას. სამწუხაროა, რომ ამ სქემაში უკვე ჩართულია ღარიბაშვილის გუნდის საკანონმდებლო ფრთაც. პარლამენტში ნაციონალური ოცნების წარმომადგენლებმა და ლიდერმა მიიღო და დაიჭირა უკვე მხარე. საქმეები იმსხვრევა, რეალურად და ახლა არის მთელი მცდელობა იმისა, რომ მოხდეს ახალი საქმეების შეკერვა", - აცხადებს ალექსი პეტრიაშვილი.
საპარლამეტნო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ გუშინა უდიტის სამსახურს მიმართა პარლამენტს თავდაცვის უწყების საქმის მასალები პარლამენტს გადაუგზავნოს.
აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა თორდიამ განაცხადა, რომ მასალები პარლამენტს უახლეს დღეებში გაეგზავნება. მისი თქმით, აუდიტის სამსახურის მასალები არ შეეხება ე.წ. კაბელებისა და სამხედროების კვებასთან დაკავშირებულ საქმეებს.