ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. სახელისუფლებო და საკონმდებლო უწყებაში გუშინ მორიგი ,,დანიშვნები" განხორციელდა. ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას მიერ ხელმოწერილი ბრძანებულებით კულტურისა და კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის მინისტრის მოადგილის პოსტი ბათალ კობახიამ დაიკავა.
რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტს, ვიცე-სპიკერის პოსტზე, გუშინ გამართულ სესიაზე ფარული კენჭისყრით პარლამენტის დეპუტატი დაურ არშბა აირჩიეს.