,,სამხრეთ ოსეთში საივესტიციო კლიმატი დადებითად შეიცვალა და ბიზნესითვის ყველანაირი პირობის შექმნა შესაძლებელი გახდა. სწორედ ამ მიზნით, საინვესტიციო კანონმდებლობაში მთელი რიგი ნორმატიული აქტები გამოვკვეთეთ." - იუწყება ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი.
მისი თქმით, ამ ნორმატივების შედეგად სამხრეთ ოსეთის მიმართ უცხოელი ინვესტორების ინტერესი გაიზარდა. განსაკუთრებულ ინიციატივას სამხრეთ ოსეთიდან წასული ბიზნესმენები იჩენენ.
,,უკვე მეორე წელია, წარმატებით მუშაობს ცხინვალის სამკერვალო ფაბრიკა, რომელიც ჩვენი თანამემამულის, თეიმურაზ ბოლოევის დახმარებით ამოქმედდა. ფაბრიკამ სამსახურით 300-ზე მეტი ადამიანი უზრუნველყო. საწარმოს მესვეურები ბიზნესის გააფრთოებას და სხვადასხვა რაიონში ფილიალების გახსნას გეგმავენ." - აღნიშნა თიბილოვმა.
მისი თქმით, შეთანხმებები რუსეთში მოღვაწე სხვა ოს ბიზნესმენებთანაც მიღწეულია. მათ შორის ერთ-ერთი რუსულ ბაზარზე უდიდესი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მწარმოებელი ჰოლდინგის ,,ევროდონის" ფუძემდებელი ვადიმ ვანეევია.
,,ის მზადაა, ჩვენთან სოფლის მეურნეობის დარგში ისეთი პროექტები განახორციელოს, როგორიცაა სასათბურე მეურნეობა და ხორცისგადამამუშავებელი ქარხანა.
ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტიციების ჩადების საკითხი განიხილება, ასევე, ალბერტ ჯუსოევთან, რომელიც სამშენებლო კომპანია ,,სტროიპროგრესს" ხელმღვანელობს." - განაცხადა თიბილოვმა.
ამას გარდა, ე. წ. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსი ინვესტორებიდან, კომპანია ,,დამატეს" მფლობელები ზნაურის რაიონში მსხვილფეხა რქოსანი საქონლის მოსაშენებელი დიდი კომპლექსის მშენებლობას აპირებენ და ამ პროექტის განსახორციელებლად, უკვე 235 მილიონი რუბლია გაღებული.
თიბილოვი ირწმუნება, რომ ინვესტიციების მოსაზიდად სასურველი გარემოს შექმნაზე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობა მუშაობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.