გალის რაიონის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი თემურ ნადარაია, ჯერ კიდევ 2013 წელს აცხადებდა, რომ ,,მათ ტერიტორიაზე მცხოვრები" ზოგიერთი ქართველის ,,დეპორტაცია" უნდა მომხდარიყო.
ოკუპირებული აფხაზეთის უშიშროების სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, თემურ ნადარაია ამტკიცებდა, რომ აფხაზეთში ასზე მეტი ისეთი ადამიანი ცხოვრობს, ვინც მათ იარაღით ებრძოდა და რომელთა წინააღმდეგ არანაირი ღონისძიება არ გატარებულა.
,,აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს ასზე მეტი ისეთი პირი, რომელიც ომში ჩვენს წინააღმდეგ იბრძოდა. არ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ისინი უნდა დაეჭირათ და გაესამართლებინათ, მე ვლაპარაკობ იმაზე, რომ მათი დეპორტაციაც კი არ მომხდარა." - ანიშნა 2013 წლის ნოემბერში თემურ ნადარაიამ.
შეგახსენებთ, რომ გალის რაიონის ადმინისტრაციის უფროსად თემურ ნადარაია გასულ სამსაბათს, 11 ნოემბერს დაინიშნა.