შეხვედრას, რომელიც ფსოუს საგუშაგოზე ციტრუსების გადატანის საკითხს ეხებოდა, ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. პირველი ვიცე-პრემიერი შამილ აძინბა, ე. წ. სოფლის მეურნეობის მინისიტრი რაფიკ ოტირბა, საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მსოუსტ შამბა, ასევე გაგრის რაიონის საბაჟო და სასაზღვრო სამსახურების უფროსები და ფსოუს საგუშაგო პოსტის უფროსი დაესწრნენ.
მთავარი თემა, რომელზეც ხსენებულ შეხვედრაზე იმსჯელეს, ფსოუს გამშვებ პუნქტზე მოსახლეობის მიერ ციტრუსების გადაზიდვის მექანიზმების გამარტივება იყო.
სხდომის მონაწილეების გადაწყვეტილებით, მომავალი სამუშაო სხდომა იმ კომერციული ფირმების წარმომადგენლებთან ერთად გაიმართება, რომლებიც აფხაზეთიდან რუსეთის მიმართულებით გადაზიდვებს ახორციელებენ.