ადგილობრივი ბიზნესის პრობლემებზე საუბრისას ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს გადასახადები უნდა შეუმცირონ, აგრარული სექტორის წარმომადგენელბს კი საერთოდ უნდა გაუუქმონ. განსაკუთრებით ეს მიწის გადასახადებს უნდა შეეხოთ.
,,ასევე, იმისათვის რომ ადგილობრივმა მცირე და საშუალო ბიზნესმა იარსებოს და განვითარდეს, აუცილებელია ამა თუ იმ საქმიანობისთვის ლიცენზიის გაცემა გამარტივდეს და მათი მაკონტროლებელი ორგანოების რიცხვი მინიმუმამდე დავიდეს.
მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს ბიზნესი, თავისუფლად ამოისუნთქოს." - განაცხადა ხაჯიმბამ.