უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ უკრაინის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისათვის საბუთები შეიტანა. მან თავისი კანდიდატურა თავად წარადგინა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ვიქტორ იუშჩენკოს უკრაინის ცესკოში განცხადების შეტანისას თან ახლდნენ პრეზიდენტის სამდივნოს ხელმძღვანელის მოადგილე მარინა სტავნიიჩუკი და სახელმწიფო მართვის სამსახურის უფროსი იგორ ტარასიუკი, რომელიც არაოფიციალური ინფორმაციით, შესაძლოა ვიქტორ იუშჩენკოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გახდეს.