გალის რაიონის მილიციის განყოფილებას ახალი ხელმძღვანელი ეყოლება, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. შინაგან საქმეთა მინისტრმა რაულ ლოლუამ განაცხადა. მისი თქმით, ეს საკითხი დღის წესრიგში უკვე დგას.
,,საქართველოსთან მოსაზღვრეობის გამო გალის რაიონის მილიციის თანამშრომლებს მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა. იმისათვის, რომ გალის რაიონში გაბატონებულ დამნაშავეობას ვერბძოლოთ, საჭიროა, საქმეში ადგილობრივი მოსახლეობაც ჩაერთოს. გალის რაიონში მრავლად არიან ღირსეული, მტკიცე ხასიათის ახალგაზრდები, რომელთაც მილიციის რიგების შევსება შეუძლიათ."- აღნიშნა ლოლუამ და გალელებს შინაგან საქმეთა ორგანოებში მუშაობისკენ მოუწოდა.
ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა საქმიანი შეხვედრები ოჩამჩირის და ტყვარჩელის რაიონებშიც გამართა.