დეპუტატი ვიქტორ დოლიძე ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ თანამშრომლებთან დაკავშირებით გამოთქმულ შეფასებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა იგივე მხარე დაიჭირა, რაც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
,,სამწუხაროდ, პრაქტიკულად, ბიძინა ივანიშვილმა იგივე მხარე დაიჭირა, რაც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და არა როგორც მოქალაქეობრივი.Yყოველ შემთხვევაში, არა მგონია, ობიექტური პოზიცია ყოფილიყო. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება ჩატარდეს და კითხვებს პასუხი გაეცეს, მაგრამ როცა მხარედ წარმოჩინდება, მით უმეტეს, მოქალე, ვფიქრობ, სამწუხაროა", _განაცხადა დოლიძაემ.
ე.წ. კაბელების სამქესა და „თავისუფალი დემოკრატების" კოალიციიდან გასვლაზე ისაუბრა ბიძინა ივანიშვილმა „მოამბის" სტუდიაში სტუმრობისას. ყოფილი პრემიერის განცხადებით, მას თავდაცვის სამინისტროს ტენდერთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს. მისი თქმით, საინტერესოა, რატომ იჩქარა თავდაცვის უწყებამ „სილქნეტისთვის" წინასწარ თანხის გადარიცხვა, მაშინ, როდესაც თავდაცვის სამინისტროს ტყვია-წამლის შეძენა უჭირს. ,,მინდა, მოკლედ გავააანალიზო პროკურატურის განცხადებები. პირველი საქმე, რაც ზედაპირზე დევს, თავდაცვის სამინისტრო მაგისტრალის გაყვანაზე ტენდერს აცხადებს. პირველი კითხვა იქვე ჩნდება, რად უნდა თავდაცვის სამინისტროს ეს მაგისტრალი? ჩვენ ვიხილავთ ქვეყნის განვითარების სტრატეგიულ გეგმებს, რა და როგორ უნდა გაკეთდეს. ერთ-ერთი ჩვენი წევრის ინიციატივით, ინტერნეტი უნდა განვითარდეს და ამაზე დავხარჯეთ გარკვეული დრო. მე უკვე დამატებითი ცნობა შევიძინე, რა ხდება საქართველოში და მთლიანად მსოფლიოში. ინტერნეტპროვაიდერები როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში ჭამენ ერთმანეთს, პირდაპირი მნიშვნელობით. საშინელ კონკურენციაში არიან. როგორც წესი, სარფიან კლიენტებზე და სარფიან ადგილებზე მიდის დიდი კონკურენცია, პერიფერიები რჩებათ მიუხედავი და საქართველოშიც ასეთი მდგომარეობაა. პროკურატურის პირველი ბრალდება, პირველი განცხადება, რაც ზედაპირზე დადებულია და ჩემს კითხვებს იწვევს, , რისი ანალიზის გაკეთების უფლებაც მე მაქვს. არავითარი დასკვნები, არავითარი აქცენტები, არავითარი ზეწოლა სასამართლოსა თუ თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ თანამშრომლებზე, არაფერიც არ ხდება. რაც დაიწერა, გარკვეულ კითხვებს ბადებს. ამ კითხვებზე პასუხი ცუდი არ იქნებოდა, ნაცვლად პოლიტიკური დემარშებისა. რა დევს ზედაპირზე, რომ თავდაცვის სამინისტრომ მაგისტრალზე გამოაცხადა ტენდერი. ინტერნეტპროვაიდერები ერთმანეთში არიან საშინელ კონკურენციაში, ხოცავენ ერთმანეთს. ეს ემთხვევა იმას, რომ "სილქნეტს" ჰქონდა იგივე პროექტი ამ მიმართულებით გაყვანის. დაემთხვა თავდაცვის სამინისტროს მაგისტრალზე ტენდერის გამოცხადებას, "სილქნეტის" პროგრამას დაემთხვა, მაგრამ ამაში ცუდი არაფერია. მთავარი ისაა, რომ კითხვა ჩანს, ჯერ რად უნდოდა მაგისტრალი? მერე მეორე, თუ წვერებზეა საუბარი, რაზეც საბოლოოდ კონტრაქტი დაიდო, "დელტაკომს" უკვე 80 % გაყვანილი ყავდა ქუჩის მეორე მხარეს. ეს გასაგებია, რომ ინტერნეტპროვაიდერებს ერთმანეთში კონკურენცია აქვთ, მაგრამ თავდაცვის სამინისტრო რა შუაშია", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.