არ მინდა ეს პერიოდი შევადარო მხედრიონის მმართველობის ხანას, მაგრამ უფრო რაფინირებულად, ალბათ უფრო 21-ე საუკუნის ნიშნებით, დღეს ამასთან გვაქვს საქმე, - აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში უფლებდამცველი ლია მუხაშავრია კითხვაზე რაზე მიუთითებს ყოფილი პრემიერის მხრიდან თავდაცვის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლების საქმის დეტალური ცოდნა.
,,ის, რომ ივანიშვილს წამოსცდა კარგად იცნობს საქმის დეტალებს და 21-ე საუკუნეში უდანაშაულობის პრეზუმფცია არ ახსოვს, ის, რომ ავიწყდება არ უნდა იყოს ამ ინფორმაციასთან წვდომის ფუფუნების პატრონი, იმიტომ ვლაპარაკობ - მან ზნებობა, პროფესიონალიზმი და რა საზოგადოებასთან აქვს საქმე, არ იცის. არ მინდა ეს პერიოდი შევადარო მხედრიონის მმართველობის ხანას, მაგრამ უფრო რაფინირებულად, ალბათ უფრო 21-ე საუკუნის ნიშნებით დღეს ამასთან გვაქვს საქმე. ასე რომ, ყველა სხვა ჭირი მოვიშორეთ და ამასაც მოვიშორებთ. ეს მართლა ჭირია, ინფექციური დავადებაა, რომლიდანაც საზოგადოება აუცილებლად გათავისუფლება და ვაი, იმ ხალხს მართლა ვისაც ეს არ ესმის", _განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მუხაშავრიამ.