უფლებდამცველი ლია მუხაშავრია ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ,,მოამბისთვის" მიცემულ ინტერვიუში გამოთქმულ შეფასებებს ნეგატიურად აფასებს და აცხადებს, კარგად გამოჩნდა, რომ ივანიშვილი ქვეყნის მართვის პროცესში აქტიურად მონაწილეობს.
,,ივანიშვილის გამოსვლის შედეგი, რა თქმა უნდა, მძიმეა, რადგან ჩვენ ისევ გვმართავს ხალხი, რომელსაც პოლიტიკური მართვის გამოცდილება, პოლიტიკის ცოდნა ძალიან მწირე აქვს. მწყრალად არის ეთიკასთან და პროფესიონალიზმთან, რაც შემაშფოთებელია. თუმცა კმაყოფილი ვარ იმით რომ მედია გვაძლევს საშუალებას გავიგოთ ნამდვილად ვინ ვინ არის, დავინახოთ მათი მისწრაფებები, კვალიფიკაცია, როგორ ხედავენ ისინი მომავალს და იმის მიხედვით მივიღოთ გადაწყვეტილებები ამ ადამიანებს ვანდოთ თუ არა ჩვენი ცხოვრების, ქვეყნის, სახელმწიფოს მართვა. უნდა ითქვას, რომ ძალიან საშიში ტენდენციაა_ ყოფილი პრემიერი როდესაც, ამბობს, ის ქვეყნის მართვაში არ ერევა, თუმცა მეორე მხრივ წამოსცდება, რომ ძალიან კარგად ერევა და აპირებს კიდევ უფრო გააფართოვოს თავისი ზემოქმედება, ჩარევა და სადაც ამას ისე კარგად ვერ ახერხებს როგორც მას მიაჩნია უნდა ჰქონდეს, ის აკრიტიკებს, მაგალითად, მედიას და ჩვენ ჭკუას გვასწავლის. ქართულ საზოგადოებას ასე არავინ უნდა ესაუბრებოდეს, მითუმეტეს, ადამიანი რომელსაც პრეტენზია რაღაზე აქვს. ამიტომ კარგი იქნება რომ კომენტარები რომელსაც მედია აქვეყნებს, ბიძინა ივანიშვილმაც წაიკითხოს, მიხვდეს რა საზოგადოების წევრია, როგორ საზოგადოებასთან აქვს საქმე და ამ კატეგორის საზოგადოება როგორ პოლიტიკოსებს შეეგუება, მოიწონებს, ან მხრს დაუჭერს", _განაცხადა მუხაშავრიამ.