პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები პოლიტიკურად არაკორექტულ დროს დააკავა, - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა "მოამბისთვის" მიცემულ ინტერვიუში
"ეს რომ ყოფილიყო პოლიტიკურად ანგაჟირებული, რა პრობლემა იყო დალოდებოდა იმ პოლიტიკსს, რომელმაც დაუკვეთა. პრემიერზე თუ სხვა ვინმეზე აქვთ მინიშნება. სწორედ რომ პირიქით ჩანს მოვლენები, როგორც განვითარდა. თავისუფლად შეეძლო იმ პოლიტიკოსს ვინც ეს დაგეგმა, დალოდებოდა დაბრუნებას თავდაცვის მინისტრის, მისთვისაც გაეცნო ერთი საათით ადრე, რომ ასეთი რამ მოხდება უწყებაში და შემდგომ განვითარებულიყო მოვლენები. რა უშლიდა ამას ხელს? შეიძლება სწორედ ის, რომ პროკურატურამ ეს გააკეთა პოლიტიკურად არაკორექტულ დროს, მაგრამ უფლებამოსილებისთვის არ გადაუჭარბებია და არაფერი კანონი არ დაურღვევია. ყველაფერი სწორედ რომ პირიქით აჩვენებს." - განაცხადა ივანიშვილმა.