რუსეთისა და ე.წ. სამხერთ ოსეთის სამხედრო უწყებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსული ბაზის შესახებ შეთანხმებას ხელს მოაწერენ. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა სეპარატისტების თავდაცვის მინისტრთან იური ტანაევთან შეხვედრისას განაცხადა.
"დღეიდან ჩვენი სამხედრო ბაზის სტატუსი იცვლება, ეჭვს გარეშეა, რომ ამ შეთანხმების გაფორმების შემდეგ რუსეთი სამხერთ ოსეთის დაცვაზე სრულ პასუხისმგებლობას თავის თავზე აიღებს", _ განაცხადა სერდიუკოვმა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, სამხრეთ ოსეთის საზღვარზე ვითარება რთული რჩება. "საქართველოს მხრიდან ძალის გამოყენების საფრთხე კვლავ არსებობს", _ აღნიშნავს ანატოლი სერდიუკოვი.
მინისტრის თქმით, დოკუმენტი იმ საკითხების დარეგულირებას ითვალსიწინებს, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტიორიაზე რუსი სამხედრო მოსამსახურეების არსებობასა და საქმიანობასთან არის დაკავშირებული. "ვიმედოვნებ, რომ შეთანხმება რეგიონში არსებული გამოწვევებისა და საფრთხეების მიმართ წინააღმდეგობის ეფექტურად გაწევას შეუწყობს ხელს", _ განაცხადა სერდიუკოვმა.