ხაჯიმბა: რუსეთს ხელშეკრულების ჩვენეული ვარიანტი გავუგზავნეთ, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მასთან შეხვედრაზე მისულ ჟურნალისტებს განუცხადა.
აფხაზური მასმედიის წარმომადგენლები, ხაჯიმბას რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის ინტეგრაციისა და მოკავშირეობის შესახებ შეთავაზებულ ახალი ხელშეკრულებაზე სალაპარაკოდ ეწვივნენ.
როგორც მათთან შეხვედრისას რაულ ხაჯიმბამ აღნიშნა, აფხაზურმა მხარემ ხელშეკრულების ალტერნატიული ვარიანტი შეიმუშავა, რომელიც მოსკოვში გაიგზავნა და პასუხს უახლოეს ხანებში ელოდებიან.
მისი თქმით, არსებობს ამ ხელშეკრულების განსაზღვრული სქემა, რომლის სტრუქტურის შეცვლა შეუძლებელია, მაგრამ იყო საკითხები, რომელთაც აფხაზეთის ხელისუფლება არ იზიარებდა.
,,ჩვენ შევცვალეთ ზოგიერთი საკითხის არსი და მივიღეთ განსხვავებული დოკუმენტი, რომელიც უკვე გაგზავნილია მოსკოვში." - უთხრა ჟურნალისტებს ხაჯიმბამ.
კითხვაზე, რა მოხდება, თუკი რუსეთი მათ მიერ შეთავაზებულ სახეცვლილ დოკუმენტს არ მიიღებს, ხაჯიმბამ უპასუხა: ,,რა თქმა უნდა, რუსეთშიც რთული პროცესები მიმდინარეობს და გადაწყვეტილების მიღებაც არ არის იოლი. მაგრამ ორივე მხარემ უნდა შევიგნოთ, რომ ეს ჩვენთვის, ორივესთ[ის საჭირო და აუცილებელი დოკუმენტია.