ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს გალის რაიონის ქვეგანყოფილებების წარმომადგენლებმა პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებისას ხუთი ადგილობრივი ახალგაზრდა დააკავეს, რომელთაც ბრალი ნარკოტიკების მოხმარებაში დასდეს. 
შემოწმების შედეგად, სამ მათგანს: მუხრან ცხაკაიას, დათა ბერაიას და ზაზა ქვაცაბაიას მარიხუანის მოხმარება დაუდგინდა, ორი კი - არჩილ სექანია და გიორგი აქუბარდია ნარკოტიკული ნივთიერება მეტადონის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. 
გალის რაიონის სასამართლომ ცხაკაიას, ქვაცაბაიას და აქუბარდიას 15 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ბერაიას - 15 დღით თავისუფლების აღკვეთა და ერთი თვე, პირობითი სასჯელი, ხოლო სექანია ავადმყოფობის გამო, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები