7 ნოემბერს, 19:00 საათზე თბილისის ისტორიის მუზეუმში „ქარვასლა" " „არტისტერიუმი 7 / 2014"-ის გაიხსნება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.
2014 წლის რიგით მე-7 "არტისტერიუმი" 10 დღის განმავლობაში, ფართო საზოგადოებას, მონაწილეებსა და სტუმრებს შესთავაზებს გამოფენათა ციკლს და საგანმანათალებლო პროგრამას.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს 105 მხატვარი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან: საქართველო, აშშ, გერმანია, ირლადია, სომხეთი, თურქეთი, ფინეთი, საბერძნეთი, ახალი ზელანდია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ს.კორეა, უკრაინა, ჰოლანდია, შვეიცარია, ისრაელი.
„არტისტერიუმი" 2008 წლიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ყოველწლიურად ტარდება.
წლევანდელი არტისტერიუმის თემაა: „ჰიუსტონ, პრობლემა გვაქვს!" - ფრაზა აღებულია 1995 წლის ამერიკული ფილმიდან „აპოლო 13", რომელიც რეალურ ისტორიაზეა აგებული და მთვარეზე დაჯდომის მცდელობისას ერთ-ერთი მისიის დროს განვითარებულ მოვლენებს ეხება.
„ჰიუსტონ, პრობლემა გვაქვს!" მონაწილეებს სთავაზობს სხვადასხვა ხასიათის პერსონალური, მხატვრული, ფილოსოფიური, სოციო-პოლიტიკური თუ ეკოლოგიური პრობლემატიკის კვლევას და წარმოჩენას. პროექტის ფარგლებში „ჰიუსტონი" მოიაზრება როგორც „გადამრჩენლის" კონცეფცია, რომელიც ამავე დროს ადამიანთა თანამშრომლობის ბუნებრივ იმპულსსაც ეხება, რადგან წინსვლა და საერთო შეცდომების გამოსწორება მხოლოდ საკუთარ თავზე დაყრდნობით, თანაგრძნობით და სხვისი პრობლემების გაზიარებითაა შესაძლებელი.„არტისტერიუმ 2014" - პროგრამა:
7 ნოემბერი, პარასკევი
თბილისის ისტორიის მუზეუმი „ქარვასლა", სიონის ქ. 8.
19:00 - „ჰიუსტონ, პრობლემა გვაქვს! ", „არტისტერიუმი 7 / 2014"-ის გახსნა. ქართველი და საერთაშორისო მხატვრების გამოფენა. საქართველო, ახალი ზელანდია, აშშ, გერმანია, ირლადია, სომხეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, ფინეთი, საბერძნეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ს.კორეა, უკრაინა, ჰოლანდია, შვეიცარია, ისრაელი. კურატორი მაგდა გურული.
არტისტერიუმის და „ფოტოესეს" ერთობლივი ფოტო კონკურსის "ჰიუსტონ, პრობლემა გვაქვს!" გამარჯვებული ნამუშევრის და „არტისტერიუმი 7 /2014" -ის კატალოგის პრეზენტაცია.
8 ნოემბერი, შაბათი
თანამედროვე ხელოვნების ცენტრი - თბილისი, უზნაძის ქ. 51.
18:00 - „არსაიდან", შინ ედვარდსი, პიტერ ფინემორი, ფერნ ტომასი, ბედვაირ ვილიამსი, ლოის ვილიამსი, სიუ ვილიამსი, კრეგ ვუდი. კურატორები ვატო წერეთელი და მარტინ ბარლოუ, უელსი, დიდი ბრიტანეთი.
9 ნოემბერი, კვირა
ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, გ. ჭანტურიას ქ. 8.
18:00 - „ქარავან ჯგუფი არტისტერიუმზე", ალექს პერე, ალისკა ლაჰუსენი, ანეტ ტურილო, არსენიო რეიესი, ეგლე განდა ბოგდანიენე, ირაკლი ძნელაძე, ჟაკ კრენი, ჟან ლუკ გინ'ამა, ქარიმ ბორჟა, ზურა არაბიძე, შალვა ხახანაშვილი. კურატორი შალვა ხახანაშვილი, საფრანგეთი.
10 ნოემბერი, ორშაბათი
ვროპის სახლი, თავისუფლების მოედანი 1.
19:00 - „Berlin Art Prize 2014"-ის გამარჯვებული არტისტები არტისტერიუმზე. „Des Ptohograhpies", ოკკა ჰუნგერბიულერი, ულუ ბრაუნი. გერმანია.
11 ნოემბერი, სამშაბათი
გალა გალერეა, ათონელის ქ.27
19:00 - „ცარიელი სივრცე", კოტე ჯინჭარაძე, კურატორი დედიკა ბულია, საქართველო.
12 ნოემბერი, ოთხშაბათი
ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, გ. ჭანტურიას ქ. 8.
19:00 - „რიყის ქვა, სიმდიდრე, განძი, ნაგავი", ანჰელიო, ნილო და დელია ბატლი- „ბატლ სტუდიო", მერი მატინგლი, სტეფანი სიუჯუკო, ტობი ლი, პაველ ვოიატასიკი, ერნსტ კარელი. კურატორი ლიდია მეტიუ. აშშ.
14 ნოემბერი, პარასკევი
გალერეა კონტეინერი, რადიანის ქ. 10გ
18:00 - „წესრიგი", გურამ წიბახაშვილი, თინათინ კიღურაძე, გიორგი დილიძე, კატკა ნიშნიანიძე, ტატო ახალკაციშვილი, ანა ლორდქიფანიძე, ირა კურმაევა, სოფო ქემოკლიძე, ვახო ხეთაგური, საბა შენგელია. კურატორი გურამ წიბახაშვილი. საქართველო.
17 ნოემბერი, ორშაბათი
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, გრიბოედოვის ქ. 22.
15:00 - „დიდი ცის ქვეშ", სტუდენტური ვიდეო პროგრამა გერმანიის ოთხი სამხატვრო აკადემიიდან.