კორუფციასთან ბრძოლა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია და ჩვენ არ წავალთ არანაირ დათმობაზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული საქმეში სახეზეა სერიოზული ბრალდებები
" მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული გამოძიების დეტალებს ვერ ჩავუღრმავდები, შემიძლია გითხრათ, რომ სახეზეა სერიოზული ბრალდებები, რომლებიც საჭიროებს გამოძიებას. როგორც მრავალჯერ მითქვამს, კორუფციასთან ბრძოლა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია და ჩვენ არ წავალთ არანაირ დათმობაზე პოტენციური კორუფციის გამოვლენაში, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მინისტრი ან სტრუქტურაა ამაში გარეული. ქართველი ხალხი იმსახურებს ეფექტურ მთავრობას, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი კორუფციისა და ძალაუფლების გადამეტებისგან. სამწუხაროდ, მან ზიანი მიაყენა ქვეყნის იმიჯს. მთავრობის წევრი არ უნდა აკეთებდეს ისეთ ბრალდებებს პირადი პოლიტიკური მიზნებისთვის, რომელსაც შეუძლია დააზიანოს ურთიერთობები ჩვენს ევროპელ და ევროატლანტიკურ პარტნიორებთან. მე პირადად ვხედავ ევროატლანტიკურ კურსს, როგორც მშვიდობიანი და გაბრწყინებული საქართველოს ერთადერთ გზას",-განაცხადა პრემიერმა