კოდორის ხეობაში აფხაზმა სეპარატისტებმა დანგრეული საავტომობილო გზების შეკეთება დაიწყეს. აფხაზური მხარის ინფორმაციით, ზემო კოდორში აღდგენით სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობენ ადგილობრივი მაცხოვრებლები.
მათივე ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს გზების გაწმენდა, რემონტდება ხიდები, სულ 6 ხიდი უნდა გარემონტდეს ასევე აიგოს 2 ახალი ხიდი.
"გზის დაახლოებით 12 კილომეტრი უკვე გარემონტებულია. ასევე აგებულია საკონტროლო-გამშვები პუნქტი", _ იუწყება აფხაზური მხარე.