განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძის შეფასებით, გარკვეული მინისტრების მხრიდან, ბოლო დღეებში, ზედმეტი ამბიციურობა გამოვლინდა. ამის შესახებ სანიკიძემ, მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით, არც ერთ უწყებას შეფერხება არ ჰქონია.
"ყველა თავის ნათქვამზე არის ანგარიშვალდებული. ჩემი მოსაზრება იყო, რომ დავინახე ზედმეტი ამბიციურობა გამოვლინდა და გარკვეულმა მინისტრებმა თავი გააიგივეს ქვეყნის მომავალთან და ორიენტირთან. ეს მიმაჩნია ყველაზე არასწორ ნაბიჯად ", - განაცხადა სანიკიძემ.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ქვეყანაში, ბოლო დღეებში განვითარებულ პროცესებზე იმსჯელეს.