ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. გენერალური პროკურორის ალექსი ლომიას ბრძანებულებით, ასაკობრივი ზღვარის გადალახვის მოტივით, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა გალის რაიონის პროკურორი რომეო თარბა.
ე. ე. გენერალური პროკურორის მეორე ბრძანებულებით, ამ პოსტზე კახა პერტაია დაინიშნა.
გალში დანიშვნამდე პერტაია ოჩამჩირის რაიონის პროკურორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.