აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა 4 ნოემბერს თავის მშობლიურ ტყვარჩელის რაიონს ესტუმრა და ადგილობრივებს რაიონის ადმინისტრაციის ახალი უფროსი აიდა ჩაჩხალია გააცნო.
თავის მხრივ, ჩაჩხალიამ თანამდებობაზე დანიშვნისთვის მადლობა გადაუხადა ,,პრეზიდენტს" და თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს თავისი რაიონისთვის, რომლის პრობლემებიც მისთვის უცხო არ არის.
წარსულში ის ადგილობრივი სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი და სასწავლო ნაწილის გამგე იყო, შემდეგში მუშაობდა ტყვარჩელის ჰუმანიტარულ კოლეჯში, ბოლოს კი რაიონის საკრებულოს დეპუტატის და თავმჯდომარის პოსტი ეკავა.
როგორც ადმინისტრაციის ახალმა ხელმძღვანელმა განაცხადა, უახლოეს პეროდში, გადაწყვეტილი აქვს მოინახულოს ტყვარჩელის რაიონის ყველა სოფელი და ადგილზე გაეცნოს მოსახლეობის პრობლემბს.