,,ჩვენ ვიცით, კრიმინალის მხრივ როგორო მძიმე ვითარებაა გალის რაიონში და ეს წლებია, გრძელდება. ყაჩაღობა და გამოსასყიდის მიზნით ადამიანის გატაცება ცხოვრების წესადაა ქცეული, რაც აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას." - განაცხადა ხაჯიმბამ ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან შეხვედრისას.
მან ძალოვან უწყებებს დავალება მისცა, განსაკუთრებული ძალისხმევა ხსენებული რაიონისკენ მიმართონ.
,,კრიმინალებს არ უნდა ჰქონდეთ იმედი, რომ მათი რომელიმე ქმედება დაუსჯელი დარჩება." - აღნიშნა ხაჯიმბამ.
მასალის გამოყენების პირობები