ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ე. წ. მინისტრთა კაბინეტის წევრებთან შეხვედრისას მრავალჯერ გაამახვილა ყურადღება გარედან მიღებულ ფინანსურ დახმარებაზე.
,,საინტერესოა, მთელი ამ წლების განმავლობაში სად მიდიოდა რუსული ფული?.. მისი ხარჯვის მართებულობის დასამტკიცებელი დოკუმენტები ჩვენ არ გვაქვს. ამიტომ, ჩვენ ეს ვითარება უნდა შევცვალოთ." - განაცხადა ხაჯიმბამ.
მისი თქმით, რუსეთიდან მიღებული ფინანსური დახმარება უნდა დარჩეს აფხაზეთში და მოხმარდეს ქვეყნის განვითარებას. უნდა დაიწყოს მუშაობა ტენდერებსა და კონკურსებზე.
,,დღეისთვის ჩვენ გვაქვს ისეთი დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს ზოგიერთი სამთავრობო უწყების მიერ სახსრების არამიზნორივ ხარჯვას, რაც არის ფინანსური დისციპლინის დარღვევა. შემდგომში მსგავსი ფაქტები უნდა აღმოიფხვრას. - აღნიშნა ე. წ. პრეზიდენტმა.