რაულ ხაჯიმბამ მთავრობის ახალ შემადგენლობასთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. სხდომას ე. წ. რესპუბლიკის მეთაურთან ერთად პრემიერ-მინისტრი, ვიცე-პრემიერები და საკვანძო უწყებების მინისტრები ესწრებოდნენ.
ასეთი შემადგენლობით არჩევნების შემდეგ მინისტრთა კაბინეტი პირველად შეიკრიბა.
თავის მიმართვაში ხაჯიმბა აფხაზეთში დღეისთვის არსებულ აქტუალურ პრობლემებს შეეხო, ისაუბრა ფინანსურ კანონდარღვევებსა და კორუფციაზე, ასევე ყურადღება გაამახვილა 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებულ საკითხებსა და აფხაზეთსა და რუსეთს შორის დასადები ახალი ხელშეკრულების პირობებზე.
მან ასევე თხოვნით მიმართა მინისტრთა კაბინეტს, მოემზადონ სერიოზული და ნაყოფიერი მუშაობისთვის, ვინაიდან ქვეყანაში ვითარება საკმაოდ მძიმეა.
,,განსაკუთრებული ძალისხმევა უნდა მივმართოთ ჩვენი ეკონომიკის განვითარებისკენ, რათა მუდმივად გარედან მიღებულ დახმარებაზე არ ვიყოთ დამოკიდებული" - აღნიშნა ხაჯიმბამ.
მასალის გამოყენების პირობები