ხვალ, 6 ნოემბერს, 19:00 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრის მცირე სცენაზე სპექტაკლის „რექვიემი" პრემიერა გაიმართება.
თეატრის კრიტიკოსის და ისტორიკოსის ვასილ კიკნაძის პიესა "რექვიემი" ეძღვნება იმ დიდ ქართველ თეატრალურ მოღვაწეთა ნათელ ხსოვნას, რომელთაც სიცოცხლე შესწირეს სამშობლოსა და ხელოვნების სამსახურს, მაგრამ დრომ, რომელმაც "უხვად მოიტანა სისხლი და ცრემლები" არ დაინდო ისინი. პიესას საფუძვლად დაედო ვასილ კიკნაძისავე ნაშრომი "წამებული რაინდები".
სპექტაკლის მთავარი გმირები არიან დიდი ქართველი რეჟისორი სამდრო ახმეტელი და რუსთაველის სახელობის თეატრის მთავარი შემოქმედებითი ბირთვი, რომელიც 1937 წელს ბოლშევიკურ ტერორს ემსხვერპლნენ.
სპექტაკლის რეჟისორი ლილი ბურბითაშვილი. მონაწილეობენ მსახიობები: ნინო არჩია, ვანო დუგლაძე, გიორგი კაჭახიძე, იოსებ მოლოდინაშვილი, პაატა კიკვაძე, ლაშა გრძელიძე, ცოტნე საგინაძე, ნუგზარ ყურაშვილი,ვასილ ამურველაშვილი, სოფიო ახუაშვილი, ირაკლი გოგოლაძე და სხვები.