აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამის - „თემის სამედიცინო პუნქტებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის გადამზადების" ფარგლებში 1 კვირიანი ტრენინგი ჩაუტარდათ შუახევის მუნიციპალიტეტის თემის სამედიცინო პუნქტების მედდებს.
პროგრამის მიზანია, მეედების თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და კვალიფიკაციის ამაღლება შემდეგ მიმართულებებში:
1. ბავშვთა ასაკის უხშირესი დაავადებათა მართვა საექთნო დონეზე, ბავშვთა კვებისა და განვითარების საკითხები;
2. მოზრდილი მოსახლეობის ქრონიკულ დაავადებათა მონიტორინგი და რეფერალის ჩვენებები.
თემის სამედიცინო პუნქტების სამედიცინო პერსონალს, პირველადი გადაუდებელი დახმარების საკითხებში გადამზადება 2012 წელსაც ჩაუტარდათ.