ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში ყველა პროგრესულად მოაზროვნე ძალის კონსოლიდაცია, მოხდეს, რათა ეს ვეტო არ იქნას დაძლეული, - ამის შესახებ, პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით, "ნაციონალური მოძრაობის წევრმა" ნუგზარ წუკლაურმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განაცხადა.
"პრეზიდენტმა გაიზიარა არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციის პოზიცია და დაადო ვეტო ამ კანონს, რითაც შეაჩერა რეგულაციის ის საშიში მოქმედება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს აძლევდა უფლებას შეუფერხებლად მოესმინა მოქალაქეებისთვის და მიიღო პირადი ხასიათის ინფორმაცია. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტლება პრეზიდენტის მხრიდან. ახლა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში ყველა პროგრესულად მოაზროვნე ძალის კონსოლიდაცია, მოხდეს, რათა ეს ვეტო არ იქნას დაძლეული", - განაცახად წილაურმა.
მისი თქმით, პარლამენტი ვეტოს დასაძლევად საჭირო ხმების, მხოლოდ იმ შემთხვევაში მოაგროვებს, თუ იმ ფრაქციებზე ზეწოლა მოხდება, ვინც კანონის გადავადებას მხარი არ დაუჭირა.
"ჩვენ გუშინ ვნახეთ რომ გადავადებას "რესპუბლიკელთა" ნაწილმა ხმა არ მისცა, ხოლო "თავისუფალმა დემოკრატებმა" სრულად არ მისცეს ხმა. თუ ეს ვითარება შენარჩუნდება, ვეტოს დაძლევა შეუძლებელია. მაგრამ თუ ზეწოლა დაიწყო და ეს ნაწილი საკუთარ პოზიციაზე გადაიყვანეს - შესაძლებელია ასეთი რამ მოხდეს . თუმცა, თუ ეს მოხდა და ვეტო იქნა დაძლეული, ეს ორი ფრაქცია საზოგადოების მხარდაჭრას სრულად დაკარგავს", - აცხადებს წიკლაური.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ,,ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ" კანონს ვეტო დაადო. შესაბამისად შსს-ს ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტს ფარული მოსმენა-მიყურადების და ასევე კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის შენახვის უფლება აღარ ექნება.