ნატოს სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი სოციალურ ქსელში რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისთვის ,,მოკავშირეობისა და ინტეგრაციის" შესახებ ხელშეკრულების შეთავაზებას ეხმიანება და აცხდებს, რომ ალიანსი შეშფოთებულია აღნიშნული ფაქტის გამო.
,, ნატო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონის - აფხაზეთისთვის შეთავაზებული ხელშეკრულების გამო. ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში იგი ხელს შეუშლის საკითხის გადაჭრის შემდგომ პერსპექტივებს. ამავე დროს იგი იქნება კიდევ ერთი გამოვლინება იმისა, რომ რუსეთი ცდილობს, შეცვალოს ევროპის პოლიტიკური რუკა"_აცხადებს აპატურაი.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის დეფაქტო პარლამენტში რუსეთსა და აფხაზეთს შორის "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის" შესახებ შეთანხმების კანონპროექტს განიხილავენ, რომელიც გაერთიანებული ჯარების შექმნას ითვალისწინებს.