დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აჭარის სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის თემა იყო ჰემორაგიული ცხელებით მიმდინარე დაავადებები, აქცენტებით: ებოლა და ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება. ისაუბრეს ინფექციის გადაცემის გზების, მკურნალობის, პრევენციის და კონტროლის საკითხებზე, პერსონალური დამცავი ხელსაწყოების (PPE) გამოყენების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე.
მასალის გამოყენების პირობები