ვაქცინა, ებოლას წინააღმდეგ 2015 წლის დასაწყისში მზად იქნება, ამის შესახებ ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამჟამად სპეციალიტები ორი ტიპს ვაქცინის კლინიკურ გამოცდას აწყობენ, რომლის შედეგები დეკმბერში გახდება ცნობილი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის თანამშემწემ მერი პოლ კინმა. განაცხადა, რომ მიმდინარე კვლევები სავარაუდოდ ნათელს ვერ მოჰფენს ვაქცინის ეფექტურობას.
„კვლევები უკვე დაიწყო აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და მალიში, ასევ მალე დაიწყება შვეიცარიაში, გერმანიასა და კენიაში. ეს წინასწარი ტესტირებაა. ის პირველ რიგში შესაძლებლობას მოგცემს განვსაზღვროთ ვაქცინის დოზა და გვაჩვენებს, რამდენად უსაფრთხოა", - განაცხადა მერი პოლ კინმა.