უკრაინის ექს-პრემიერი იულია ტიმოშენკო აცხადებს, რომ მის გუნდში "დიდი წმენდა" იწყება. ამის შესახებ ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც ტიმოშენკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
"ეს იქნება ყველაზე დიდი წმენდა უკრაინის პოლიტიკაში დამოუკიდებელი ქვეყნის მთელი ისტორიის მანძილზე. ჩვენ მოვაცილებთ ყველა ბალასტს და ყველა ჭაობს, რომელიც შემთხვევით და მერკანტილურად მოვიდა ჩვენს გუნდში. ჩვენ მოვიცილებთ ხალხს, რომლებიც ჩვენ გუნდს ასუსტებენ", _ აცხადებს ტიმოშენკო.
ამას გარდა, იგი ასევე პირობას დებს, რომ "განაახლებს თავის პოლიტიკურ გუნდს და მხოლოდ ძლიერ ხალხთან იმუშავებს, რომლებიც მზად არიან თავიანტი ცხოვრება უკრაინის სრულ გარდაქმნას მიუძღვნან".
"ჩემი მიზანი გუნდში ძლიერი ხალხი მოვიზიდო, რომლებიც არ გატყდებიან პირველივე წინააღმდეგობისას. ყველა ადამიანს უკრაინაში ახლა სწორედ ამგვარი გუნდი სჭირდება", _ აცხადებს ტიმოშენკო დასძენს, რომ ამგვარი გუნდი დღეს მას არ ჰყავს და უკრაინას ახალი ელიტა სჭირდება.