გუშინ, აშშ-ში, დასავლეთ ვირჯინიაში ნახშირის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად, 25 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ "სი-ენ-ენი" იუწყება.
"სი-ენ-ენის" ინფორმაციით, 4 ადამიანი ამ დრომდე მაღაროშია ჩარჩენილი.
ოფიციალური პირების განცხადებით, აფეთქება უსაფრთხოების ნორმების დაუცველობამ გამოიწვია, შეგახსენებთ, რომ აფეთქების შედეგად საბადოზე შენობების ნაწილი ჩამოინგრა.
"სი-ენ-ენის" ინფორმაციით, აფეტქების შედეგად ათეულობით ადამიანი დაშავდა. დაზარალებულებს საერთო ჯამში რამდენიმე საავადმყოფო და ვერტმფრენები ემსახურებოდნენ.