ცხინვალის რუსულ ბაზაზე სამხედრო სწავლების დროს მოსახლეობაში პანიკა გაჩნდა. როგორც ცნობილია, ცხინვალის რეგიონში, რუსულ ბაზაზე სამხედრო სწავლება მიმდინარეობს. სწავლების პროცესში ოკუპანტები სატანკო ქვედანაყოფსაც იყენებენ, მიუხედავად იმისა, რომ სწავლება ქალაქისგან მოშორებით მიმდინარეობს, სროლის ხმებზე მოსახლეობას მაინც შეეშინდა, რამდენიმე მათგანი გულის შეტევით საავადმყოფოშიც კი მოათავსეს.
როგორც რუსული პრესა იუწყება, სამხედრო კონსტრუქტორები აცხადებენ, რომ სწავლება უსაფრთხოა და მოსახლეოაბს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ.