დღეს, ბრიტანეთის პრემიერ - მინისტრი, გორდონ ბრაუნი გაერთიანებული სამეფოს დედოფალს პარლამენტის დათხოვნის თხოვნით მიმართავს. ამის შესახებ "გარდიანი" იუწყება.
როგორც ცნობილია, ბრიტანეთში საპარლამენტო არჩევნები 6 მაისს გაიმართება. ამასთან ახლადგამოქვეყნებული ეგზიტპოლების თანახმად, ბრიტანეთის "ლეიბორისტული პარტია" კვლავ ინარჩუნებს შანსს პარლამენტში უმრავლესობით მოსაპოვებლად. დამოუკიდებელი ეგზიტპოლების კვლევის შედეგად, "ლეიბორისტებს" მოსახლეობის 34% უჭერს მხარს, ხოლო "კონსერვატიულ პარტიას" კი - 37%.