სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში მდებარე ღია სააქციო საზოგადოება „აკორდ ჯორჯიას" სასადილოში 655 კგ დაუდგენელი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინეს, რომელსაც ვეტერინარული მოწმობა "ფორმა #2" არ ახლდა.
გარდა ამისა "აკორდ ჯორჯია" ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა, რის გამოც აღნიშნული კომპანია საქართველოს კანონის "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ კოდექსის" შესაბამისად 500 ლარით დაჯარიმდა. საეჭვო წარმომავლობის ხორცი დაილუქა და სააგენტოს გადაწყვეტილებით შესაბამისი წესების დაცვით განადგურდება. ვეტერინარული მოწმობა "ფორმა#2-ის" გარეშე ხორცის რეალისაზიისთვის კი კომპანია, ასევე, 1000 ლარით დაჯარიმდა.
მასალის გამოყენების პირობები