ახლციხის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ადიგენის მუსლიმი მოსახლეობის საპროტესტო აქცია გრძელდება.
ისინი გუშინდელი ინცინდეტისას დაკავებულთა უპირობო გათავისუფლებასა და მათთვის შენობის სამლოცველოდ გადაცემას ითხოვენ.
ხულოს მუფტის გურამ აბაშიძის განცხადებით, თუ პროცესები მათთვის მისაღებად არ დასრულდება და სადაო შენობა მუსლიმ მრევლს არ გადაეცემა, საპროტესტო აქციები არ შეწყდება და ის მასშტაბურ სახეს მიიღებს.
ადიგენის რამდენიმე სოფლის მუსლიმმა მცხოვრებლებმა დღეს, პროტესტის ნიშნად, ბავშვები სკოლაში არ გაუშვეს.
ადილობრივების პროტესტის გაუგებარია ახალციხის გუბერნატორისთვის.
როგორც აკაკი მაჩუტაძე აცხადებს, რომ სადაო ადგილად ბიბლიოთეკის აშენების შესახებ შეთანხმება წინასწარ იყო მიღწეული და ამ მიზნით, იმავე სოფელში მდებარე სახლში სამუფტო რეზიდენცია მოეწყო.
შეგახსენებთ, გუშინ, ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში პოლიციასა და მოსახლეობას შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, გუშინ 14 პირი დააკავეს. აქედან, სამ პირს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ხოლო თერთმეტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით ედებათ.