მექსიკის ჩრდილოეთით 7,2 მაგნიტუტის მიწისძვრა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად არიან დაზარალებულნი. დაფიქსირებულია ხანძრის გაჩენის რამდენიმე შემთხვევა.
სამოქალაქო თავადაცვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი ბიძგის შემდეგ კიდევ რამდენიმე ბიძგი დაფიქსირდა, მათ შორის ერთ-ერთის სიძლიერემ 5,1 ბალი შეადგინა.
ტიხუანის მოსახლეობაში მიწისძვრამ პანიკა გამოიწვია. ბიძგები განსაკუთრებით იგრძნობოდა მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლებში.
მიწისქვეშა ბიძგები ასევე დაფიქსირდა აშშ-ს ტერიტორიაზე _ ლოს- ანჟელესში, პალმ-სპრინგსში (კალიფორნიის შტატი) და არიზონაში.
სეისმოლოგების განცხადებით, მიწისძვრის ეპიტცენტრი მიწის ზედაპირიდან 32 კილომეტრის სიღრმეში, გუადალუპე-ვიქტორიადან (მექსიკა) 26 კილომეტრში იყო.
მასალის გამოყენების პირობები