რუსეთი ვენესუელას 2,2 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით კრედიტს გამოუყოფს. განცხადება ამის შესახებ ვენესუელაში მყოფმა რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა ვენესუელის პრეზიდენტთან უგო ჩავესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"ვენესუელამ რუსეთს 2,2 მილიარდი აშშ დოლარის კრედიტის გამოყოფა სთხოვა.
რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ დაამუშავა და განიხილა ეს წინადადება და ამე დღეს ვენესუელის პრეზიდენტს მივაწოდე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი მზადაა ვენესუელას ეს საკრედიტო რესურსები მისცეს", _ განაცხადა პუტინმა კარაკასში.
შეგახსენებთ, რომ უგო ჩავესის მოსკოვში ვიზიტის დროს მიღწეულ იქნა შეთანხმება ვენესუელისათვის კრედიტის მინიჭებისა და სამხედრო ტექნიკის მიყიდვის შესახებ.
ჩავესის თქმით, ვენესუელა რუსეთისაგან "ტ72" ის ტიპის 92 ტანკს შეიძენს. ვენესუელა რუსეთისაგან ასევე აპირებს სხვა ტიპის შეიარაღების ყიდვასაც, მათ შორის ვერტმფრენებსაც.