„სამედიცინო კორპორაცია ევექსის" ინიციატვით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხულოს რაიონულ ჰოსპიტალში უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩატარდა.
პედიატრის, ნეონატოლოგის, ბავშვთა ნევროლოგის, ონკოლოგის, ენდოკრინოლოგის, ქირურგის, უროლოგის, ტრავმატოლოგის, ბავშვთა ტრავმატოლოგის, ბავშვთა ორთოპედის, ანგიოქირურგის, კარდიოლოგის, კარდიოექოსკოპისტის და მეანგინეკოლოგის უფასო სამედიცინო მომსახურება ადგილობრივ მოსახლეობას მთელი დღის განმავლობაში ღებულობდა. მათ მომსახურებას ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის წამყვანი სპეციალისტები უწევდნენ. ექიმებმა ჯამში 159 პაციენტი მიიღეს და 285 კონსულტაცია ჩაატარეს.
ადგილობრივებს უფასო კონსულტაციები გერმანიიდან მოწვეულმა კარდიოქირურგმა, პროფესორმა ალექსანდრე ჯონმაც ჩაუტარა.
სამედიცინო აქციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან გორგილაძე და ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორი გიორგი გიორგაძე დაესწრნენ.