ამ დროისთვის აჭარაში სტაბილური ვითარებაა და მიმდინარეობს სტიქიისგან მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოები.
,,ამ ეტაპზე აჭარაში სტაბილური ვითარებაა. მიმდინარეობს ქედაში მეწყერის შედეგად ჩამოწოლილი გზის სალიკვიდაციო სამუშაოები. შტორმაც იკლო და ამ დროისთვის 3 ბალს აღწევს. შუადღის შემდეგ გამოდარებას ველოდებით", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვაბელმა მამუკა თურმანიძემ.
მისივე განმართებით, შედეგად აჭარის რეგიონში არავინ დაშავებულა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ აჭარაში უამინდომა იყო. ძლიერი ქარის შედეგად ქობულეთში წაქცეულმა ხემ თურქეთის მოქალაქის მანქანა დააზიანა, ხოლო სოფელ ზვარეში მეწყერი ჩამოწვა. ამასთან აჭარის სანაპიროზე 4-5 ბალიანი შტორმი ფიქსირდებოდა.