ზუგდიდი-ჯიხაშკარი-ჩხოროწყუს საავტომობილო გზის 24-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში აღდგენილია.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით, მდინარე ხობისწყლი ადიდდა და გზის სავალ ნაწილზე გადმოვიდა, რის შედეგადაც ზუგდიდი-ჯიხაშკარი-ჩხოროწყუს საავტომობილო გზის 24-ე კილომეტრზე მოძრაობა აიკრძალა, წყლის დონის დაკლებისთანავე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შესაბამისი ტექნიკის საშუალებით დატბორილი გზა გაწმინდეს.
მასალის გამოყენების პირობები