პრაიმერში მონაწილეობას კიდევ 6 პარტია მიიღებს. როგორც ცნობილია, 1-ელ თებერვალს "კონსერვატიულმა პარტიამ", "ხალხის პარტიამ", "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის", "მამულიშვილმა", "მომავლის პარტიამ" და "ქრისტიანულმა საქართველომ" ხელი მოაწერეს წინასწარი არჩევნების ჩატარების და ეროვნული საბჭოს შექმნის შესახებ შეთანხმებას.
ბოლო პერიოდში "ეროვნულმა საბჭომ" გამართა კონსულტაციები სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან. გარდა ექვსი დამფუძნებელი პარტიისა, წინასწარ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ "სრულიად საქართველოს სახალხო ალიანსი"; "მონარქისტული პარტია"; "შენთვის საქართველო"; "მშრომელთა უფლებების დამცველი პარტია"; "სოციალ-დემოკრატები" და "სამშობლო".
აღნიშნული პარტიები, აგრეთვე, მონაწილეობას მიიღებენ ეროვნული საბჭოს მიერ ჩატარებულ ყველა ღონისძიებაში.