18 ოქტომბერს, „სამედიცინო კორპორაცია ევექსის" ინიციატვით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხულოს რაიონულ ჰოსპიტალში უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩატარდება.
უფასო სამედიცინო აქცია 11:00 საათზე დაიწყება, კონსულტაციებს ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის წამყვანი სპეციალისტები ჩაატარებენ. პედიატრის, ნეონატოლოგის, ბავშვთა ნევროლოგის, ონკოლოგის, ენდოკრინოლოგის, ქირურგის, უროლოგის, ტრავმატოლოგის, ბავშვთა ტრავმატოლოგის, ბავშვთა ორთოპედის, ანგიოქირურგის, კარდიოლოგის, კარდიოექოსკოპისტის და მეანგინეკოლოგის უფასო კონსულტაციების მიღება ადგილობრივ მოსახლეობას მთელი დღის განმავლობაში შეეძლება.
აღსანიშნავია, რომ მაღალმთიან აჭარას გერმანიიდან მოწვეული კარდიოქირურგი, პროფესორი ალექსანდრე ჯონიც ეწვევა.
სამედიცინო აქციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის წარმომადგენლები დაესწრებიან.