აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში "სეგონდიასათვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოში აფხაზეთში ე.წ. მეორე ფრონტის გახსნა მისთვის არც პუტინს და არც მედვედევს არ უბრძანებია.
"ჩვენ დნესტრისპირეთთან და სამხრეთ ოსეთთან ხელშეკრულება გვქონდა გაფორმებული "აგრესიის შემთხვევაში ურთიერთდახმარების შესახებ". მე უბრალოდ პირობა შევასრულე. როდესაც მე დამირეკა სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა და მითხრა, რომ ომი დაიწყო, მე თავად ავიღე ჯავშანტექნიკა და გალის რაიონში საქართველოს საზღვარზე ჩავდექი. მეორე დანაყოფი კოდორის ხეობაში გავგზავნე. იქ მაშინ 3 000 მდე ქართველი სამხედრო და დიდი რაოდენობით იარაღი იყო, რომელიც დღემდე გამოგვაქვს იქიდან", _ აცხადებს სერგეი ბაღაფში და აგრძელებს, რომ მაშინ მას რუსეთის გენშტაბიდან დაურეკეს და სთხოვეს "მდგომარეობის კიდევ უფრო გართულების თავიდან აცილების მიზნით საზღვარი არ გადაეკვეთა".
"მაშინ ბევრს ხელები ეფხანებოდა წინ წასასვლელად, მაგრამ ის რომ რუსეთმა ამ ოპერაციის 5 დღეში დასრულების გადაწყვეტილება მიიღო ბრძნული ნაბიჯი იყო. მე ძალიან მიჭირდა ჩემი ხალხის შეკავება", _ აცხადებს სერგეი ბაღაფში.