აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში ნიკარაგუაში გამგზავრებას გეგმავს. მისი მომავალი ვიზიტის დეტალების საკითხის მომზადებით იყო დაკავებული აფხაზ სეპარატისტთა დელეგაცია, რომელიც ვიზიტით ლათინური ამერიკის ქვეყნებში იმყოფებოდა. დელეგაციას სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმ ღვინჯია ხელმძღვანელობდა.
ღვინჯიას ინფორმაციით, სერგე ბაღაფშის ვენესუელაში გამგზავრების თარიღი, მაშინ გახდება ცნობილი, როდესაც სეპარატისტულ აფხაზეთს ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრი სამუელ სანტოსი ეწვევა. სანტოსი აფხაზეთის სტუმრობას 14 აპრილს გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ ლათინური ამერიკის ქვეყნებში სეპარატისტთა ვოიაჟი ვენესუელისა და რუსეთის საელჩოებმა დააფინანსეს.