16 ოქტომბერს, 16:00 საათზე სოფელ ქვემო მაჩხაანის თეატრში თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის "საქართველოს სინფონიეტას" კონცერტი გაიმართება. ღონისძიება ფესტივალ "ქიზიყური შემოდგომის" ფარგლებში ტარდება. კონცერტი საქველმოქმედოა და შემოსული თანხა თეატრის სასცენო განათების შეძენას მოხმარდება.
მასალის გამოყენების პირობები