იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმიანება. მისი თქმით, დასავლეთი ახალ ხელისუფლებას აღარ სწყალობს.
"ფეისბუქზე ჩემი აქტიურობის ბოლო დროიდან დღემდე მომხდარ მოვლენებს რომ გადავხედო ხელისუფლება დაუკრეფავშია გადასული, აუცილებლად წაიმტვრევს ცხვირს და ამაში დასავლეთი დიდ როლს ითამაშებს. ნაციონალური მოძრაობის მიმართ ნდობა ჯერ კიდევ არ აღდგა, რაც სამწუხაროა, მაგრამ მინდა დაგამშვიდოთ, ნელ-ნელა მიხვდება ამომრჩეველი ვინ მუშაობდა სახელმწიფოს მშენებლობაზე და როგორ ანგრევენ დღეს. ეს დროის საკითხია. მთავარია დასავლეთი ახალ ხელისუფლებას აღარ სწყალობს და დიდ როლს ითამაშებს მათ დაშოშმინებაში. წარმატებები ყველას", - წერს ადეიშვილი.