თუ "ნაციონალური მოძრაობა" იოსებ გიორხელიძის გატაცების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს, პარლამენტი ამ ინიციატივას განიხილავს, - ამის შესახებ, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განაცხადა.
კახიანის თმით, მისთვის გაუგებარი საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივა, რადგან საქმე უკვე გამოძიებულია და საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობა არ დგას.
"თუ "ნაციონალური მოძრაობა" ფიქრობს, რომ ეს საკითი დააყენოს პარლამემნტში განსახილველად, ბუნებრივია პარლამენტი ამაზე იმსჯელებს, თუმცა, როდესაც ფაქტი უკვე გამოძიებულია, ვერ ვვხვდები რაზე უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია. გაცხადებულია დანაშაული გახსნის თობაზე და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არსებობს აღიარებითი ჩვენებები", - აცახდებს კახიანი.
შეგახსენებთ, 19 წლის იოსებ გიორხელიძის გატაცებასათან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა განცხადებას, რომ "ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" ხელწერა," უმცირესობაში უპასუხეს. ნუგზარ წილაურმა პრემიერის განცხადებას "ზნედაცემული ტყუილი" უწოდა და საქზე ერთობლივი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა.