ახალგორის ოკუპირებულ რაიონში რუმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრების კონტროლი გააძლიერეს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ახალგორიდან ადგილობრივმა მოსახლეობამ აცნობა, ბოლო დროს რუსი ჯარისკაცები, რომლებიც ახალგორის შესასვლელთან უკანონო ბლოკ-საგუშაგოებზე დგანან ადგილობრივ მოსახლეობას ხშირად რაიონში შესვლის უფლებას არ აძლევენ.
"რუსი სამხედროები ბოლო დროს აგრესიულობით გამოირჩევია, ხშირად მათი ბლოკ-პოსტიდან უკან გამობრუნება გვიხდება რადგან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ახალგორში შესვლის უფლებას არ გავძლევენ, ხოლო როცა ცხინვალიდან რუსი სამხედრო მაღალჩინოსანი ჩამოვა საზღვრებს მთლიანად კეტავენ",- აცხადებს ახალგორის მოსახლება.
მათივე ინფორმაციით, ახალგორის მოსახლეობას რაიონში შესვლის უფლება მხოლოდ მაშინ ეძლევა, როცა რუსები "კარგ ხასიათზე" არიან და ხელმძღვანელობა თავზე არ ადგათ.